ისტორიაში ყველაზე პატარა დედა, რომელმაც ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

ეს მოვლენა 1939 წელს მოხდა. მაშინ პერუს ერთ-ერთ სამშობიარო სახლში სამყაროს მოევლინა პატარა ბიჭუნა, რომელიც თითქმის 3 კილოგრამს იწონიდა. თითქოს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ახალგაზრდა დედის ასაკი მხოლოდ 5 წელი იყო. გოგონას ლუნა მედინა ერქვა და ის ჩვეულებრივი ბავშვი იყო, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა თანატოლებისგან.

რატომ მოხდა ასე და რა ბედი ეწია გოგონას?

ლინა უბრალო მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, სადაც მის გარდა, 7 ბავშვი იყო. ოჯახის უფროსი ფულს ხელნაკეთი სამკაულების გაყიდვით შოულობდა. დედა სახლით იყო დაკავებული და შვილებს ადევნებდა თვალყურს.

ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, მაგრამ ბავშვები სულ მოვლილები და სუფთები იყვნენ – უფროსები დედას ეხმარებოდნენ სახლში, ხოლო პატარები, ლინას ჩათვლით, თამაშობდნენ. ერთხელ მშობლებმა შეამჩნიეს, რომ მათ გოგონას უეცრად მუცელი ეზრდებოდა.

მათ ძალიან შეეშინდათ, იფიქრეს, რომ ეს რაღაც ვერაგი დაავადება იყო და საქალაქო საავადმყოფოში წავიდნენ, ვინაიდან მათ სოფელში ექიმები არ იყვნენ. კლინიკაში მისვლისას ბავშვის მამა მზად იყო, ექიმებისთვის ყველა დანაზოგი მიეცა, რათა თავისი ქალიშვილი გადაერჩინა. ექიმი ხერარდო ლოსადა მშობლებს დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა და მართლაც ყველაფერი შეასრულა, მაგრამ მამისთვის შვილის ამბავი მაინც არ აღმოჩნდა სასიხარულო.

გოგონა 7 თვის ორსული იყო და ასეთ ასაკში ის დედობისთვის ემზადებოდა. ცხადია, ამის გაგების შემდეგ ექიმმა მაშინვე პოლიცია გამოიძახა და გადაწყვიტა, რომ მომხდარის მიზეზი მამა იქნებოდა, რომელიც მაშინვე დააკავეს.

მიუხედავად ამისა, ის მალევე გაათავისუფლეს, ვინაიდან მისი დანაშაულის არანაირი მტკიცებულება არსებობდა. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ლინა საავადმყოფოში უნდა დარჩენილიყო მათი მეთვალყურეობის ქვეშ. როგორც აღმოჩნდა, ორსულობის შეჩერება უკვე გვიანი იყო და ამის მიზეზიც არ არსებობდა, ვინაიდან გოგონას ჯანმრთელობა მწყობრში იყო.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ გოგონას კრიტიკული დღეები 3 წლის ასაკიდან ჩამოუყალიბდა, მაგრამ მშობლებმა ეს პრობლემად არ ჩათვალეს, ან შეიძლება სულაც ვერ შეამჩნიეს. დეტალების გარკვევა ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს, ვინაიდან ოჯახის წევრები უარს აცხადებდნენ რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე, ხოლო ექიმებს უფლება არ ჰქონდათ კონფიდენციალური ინფორმაცია გაევრცელებინათ.

პატარა პერუელმა ძალიან მედგრად გადაიტანა ყველა სირთულე და გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით, გააჩინა ჯანმრთელი და ძლიერი ბიჭუნა.

ყველა მცდელობა, გაემჟღავნებინათ ადამიანის ვინაობა, რომელმაც პატარა გოგონასთან სექსუალური აქტი დაამყარა, კრახით დასრულდა. ექიმებს გოგონას კლინიკაში დატოვება სურდათ ამ უნიკალური ფენომენის შესასწავლად, მაგრამ მისმა შობლებმა ამის უფლება არ მისცეს. შედეგად, ის დაბრუნდა თავის სოფელში და განაგრძო ჩვეული ცხოვრება. ექიმი ხერარდო გულგრილი არ დარჩენილა ამ ისტორიის მიმართ და მას შემდეგ, რაც ლინა გაიზარდა – სამსახურში აიყვანა მდივნად.

33 წლის ასაკში ლინა გათხოვდა და კიდევ ერთი ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა. მისი ცხოვრების შემდგომი ისტორიიდან ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან ცხოვრების ბოლომდე ღარიბ რაიონში იცხოვრა, ორ შვილთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები