გორის მერიის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტოტალურად უსინათლო და მცირემხედველი მოქალაქეები საზღვაო კურორტზე ისვენებენ
გორის მერიის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტოტალურად უსინათლო და მცირემხედველი მოქალაქეები საზღვაო კურორტზე ისვენებენ.
მერიის ცნობით, პროექტის 16 ბენეფიციარი კურორტზე, ჯამურად, 8 დღეს გაატარებს.
“პროექტი საქართველოს უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობით ხორციელდება და მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერია, ჯამურად, 15 ინიციატივას აფინანსებს.
ისინი ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის შინ მოვლის სერვისით, სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსებით, დღის ცენტრების მომსახურებით, თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას”, – აცხადებენ მერიაში.