დმანისში არქეოლოგებმა 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის კბილი იპოვეს

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინა. 

ექსპედიციის მონაწილეების თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე ადამიანის ნაშთი იპოვეს, ამ დრომდე აქ მხოლოდ ცხოველების ნაშთები და ევრაზიის უძველეს მცხოვრებთა ქვის იარაღები იყო ნაპოვნი.

ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლი მნიშვნელოვანია, რადგან აფართოებს უძველესი ადამიანის გავრცელების არეალს დმანისს მიღმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები