ოზურგეთის სოფელ მშვიდობაურში საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, სოფელ მშვიდობაურში საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განვაგრძობთ ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. უკვე გამოცხადდა ტენდერი სოფელ მშვიდობაურის სკოლის შენობის რეაბილიტაციისთვის. რეაბილიტაცია ითვალისწინებს გათბობის სისტემის მოწყობასაც. ზრუნვა მომავალ თაობაზე, მათთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სკოლების რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით აქტიურად განვაგრძობთ და ამაზე უახლოეს პერიოდში მეტ ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები