რას მალავენ ნიაგარას წყლები

1969 წელს წყლის ნაკადი, რომელიც ამერიკის ჩანჩქერზე გამუდმებით მოედინებოდა და ჩანჩქერთა კომპლექსი შექმნა (ნიაგარის ჩანჩქერი),  დროებით ვიწრო წყაროდ გადაიქცა. იქამდე რამდენიმე წლით ადრე მასიურმა მეწყერმა ჩანჩქერის ძირში ქვების გროვა ჩამოტანა, რომელიც 30 მეტრის სიმაღლის იყო. სამომავლო ეროზიის შიშით, რომელიც ამ ბუნებრივი სასწაულის განადგურებით იმუქრებოდა, აშშ-ის ჯარის საინჟინრო კორპუსში მისი დროებით დაშრობა გადაწყვიტეს, რათა ნიადაგი გაემაგრებინათ. ნიაგარის ჩანჩქერი ხუთი თვით „გაშიშვლდა“.
ივნისში ჩანჩქერი ახალი მიმართულებით გაუშვეს, რომელიც კანადის მიწებზე გადიოდა. ამისთვის სამხედროებმა ქვებით 27 ათასი ტონიანი ჯებირი აღმართეს. ისინი ადგილამდე დიდი სატვირთო მანქანებით მიიტანეს. სანამ გვერდით არსებული ჩანჩქერი „ნალი“ წყლის დამატებით მოცულობას თავის თავზე იღებდა, სპეციალისტებმა შეამოწმეს მდინარის ფსკერი და სპეციალური ჭანჭიკებით რიგი ნაპრალები გაამაგრეს, რათა ეროზიის პროცესი შეეჩერებინათ. მათ ასევე შექმნეს მიწის ჯებირი. მას შემდეგ, რაც ჩანჩქერი დააშრეს, მის ძირში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ აქტიურად ამთავრებდნენ ადამიანები აქ სიცოცხლეს თვითმკვლელობით ან თავგადასავლის მიზნით ხტებოდნენ, იქ შესაძლოა მთელი სასაფლაოც კი ყოფილიყო, თუმცა  წყალს ცხედრები შორს მიჰქონდა. დამშრალმა ჩანჩქერმა ტურისტებს შორის არანაკლები ინტერესი გამოიწვია. ზოგი აიგნორირებდა აკრძალვას და ღობის მიღმა შერბოდა იმისთვის, რომ მუდამ წყლით დაფარული ნიადაგი ახლა მშრალი ენახა. ამასთან ერთად, ისინი კრეფდნენ მონეტებს.
სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდა. შემდეგ სამხედროების მიერ აშენებული 27 000-ტონიანი კაშხალი ააფეთქეს და წყალი კვლავ დაუბრუნდა თავის დინებას. ამერიკული მედიის ცნობით, ჩანჩქერის გამოცოცხლებას 2650 მაყურებელი აკვირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები