არჩილ თალაკვაძე: დეკანოიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს წინააღმდეგ დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია მათი პარტიის მიერაა ორგანიზებული

“სერიოზულ კომენტარს ამ აბსურდულ სიასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიას, სადაც გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელთაც, ამავე საიტის თანახმად, სანქციები ჯერ არ შეხებიათ – სიაში არიან ქართველებიც.

თალაკვაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს წინააღმდეგ დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია მათი პარტიის მიერაა ორგანიზებული.

„ყველამ იცის, რომ ეს არის სააკაშვილის გუნდი, რეალურად, ვინც აქტიურობს და ცდილობს, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანი მიაყენოს და, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა მელას თავის კუდი მოჰყავს მოწმედ. სააკაშვილს მოწმედ მოჰყავს თავის თანაგუნდელები, რომლებიც არიან თანამდებობებზე უკრაინაში, აქედან სააკაშვილი და მისი ადვოკატები, იქიდან სააკაშვილის მეგობრები ერთმანეთს უცვლიან განცხადებებს. ამიტომ სერიოზულ კომენტარს ამ აბსურდულ სიასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ, ჩვენ ვიცით, როგორ უჭერს საქართველო მხარს უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატში. ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ დაადასტურა ის, რასაც ბევრი ადამიანი ამბობს ამ ქვეყანაში, რომ სინამდვილეში ეს დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ გახლავთ სწორედ მათი პარტიის ორგანიზებული და დაადასტურა, რომ მას აქვს ჩაბარებული ეს საქმე, მან აღიარა, რომ საქართველოს რეპუტაციის წინააღმდეგ მუშაობს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები