მისაო და ფუკუმარუ
ფოტოგრაფი მიოკო იხარა თავისი ბებიას და მისი კატის ცხოვრებას იღებს
«როდესაც მზე ანათებს, ყველა დღე კარგია…აი, კიდევ ერთი მშვენიერი დღე, ფუკუმარუ“, – ასე მიმართავს მისაო საყვარელ კატას. ის ბოსოს ნახევარკუნძულზე, ტოკიოს აღმოსავლეთით ცხოვრობს. ახლა მისაო 87 წლის არის. მისაოს კატას სხვადასხვა ფერის თვალები აქვს. მან ის რამდენიმე წლის წინ, სხვენში იპოვა და ფუკუმარუ დაარქვა. ეს სახელიც სიმბოლურად შეურჩია – მასაოს სურს, რომ ღვთაება ფუკუმ (იაპონურად ფუკუ – წრეა) მას მფარველობა გაუწიოს და იღბალი მოუტანოს. მასაო კატასთან ერთად თავის ფერად სამყაროში მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს. ის როგორც წესი, საკუთარ ბოსტანში მუშაობს, ხშირად კითხულობს გაზეთს, ფუკუმარუ კი მას გვერდიდან არ სცილდება. კატას დაბადებიდან აქვს სმენის პრობლემა, უკვე ძალიან ცუდად ესმის მისაოსაც, ამიტომ ისინი ძირითადად თვალებით საუბრობენ. მოხუცს და კატას – ერთმანეთის მშვენივრად ესმით“