არჩილ თალაკვაძე: ყველა სტრუქტურას, რომელიც კორუფციასთან ბრძოლაშია ჩართული, საპარლამენტო გუნდის სრული საკანონმდებლო და პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველა სტრუქტურას, რომელიც კორუფციასთან ბრძოლაშია ჩართული, საპარლამენტო გუნდის სრული საკანონმდებლო და პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.
“შსს-ს, სუს-ს, ფინანსურ პოლიციას, ყველა სტრუქტურას, რომელიც კორუფციასთან ბრძოლაშია ჩართული, აქვს საპარლამენტო გუნდის სრული საკანონმდებლო და პოლიტიკური მხარდაჭერა. უნდა ვიცოდეთ, ვინ გვისვამს კითხვებს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც შარშან ამბობდნენ – რატომ არ არის კორუფციის ბევრი შემთხვევა გამოვლენილი, სახელმწიფო არ ებრძვის კორუფციასო. წელს, როდესაც სამართალდამცველებმა გამოავლინეს კიდევ უფრო მეტი შემთხვევა და კიდევ უფრო ეფექტური გახდა ბრძოლა კორუფციასთან, იგივე ადამიანები, იმავე ტელევიზიების საშუალებით, უკვე სვამენ კითხვას – რატომ გამოავლინა შსს-მ, თუ ფინანსურმა პოლიციამ კორუფციის მეტი შემთხვევაო“, – განაცხადა თალაკვაძემ.