არჩილ თალაკვაძე: ფანჯრიდან პოლიტიკაში ნურც შემოსვლას ეცდებიან და ნურც გასვლას, რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს არის “ნაცმოძრაობის” ძველი ყუთიდან ამოღებული განცხადება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
თალაკვაძის შეფასებით, მალე დადგება დრო, როცა “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური საბოტაჟისთვის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.
“ჯანსაღ ოპოზიციას შეხედონ, რომლებიც პარლამენტში კარით დადიან – კარები ჩვეულებრივად იღება. ასე რომ, ფანჯრიდან პოლიტიკაში ნურც შემოსვლას ეცდებიან და ნურც გასვლას, ეს იქნებოდა მეგობრული რჩევა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ძველი ყუთიდან ამოღებული განცხადება, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია და მას შინაარსი და გეგმა არ გააჩნია. მალე დადგება დრო და ეს იქნება რიგით არჩევნებზე, როცა “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ ფასს გადაიხდის პოლიტიკური საბოტაჟისთვის. მის სივრცეს დემოკრატიული არჩევნებით ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თქმით, შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.