მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე წინასწარი მოკვლევა დაიწყო

მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე წინასწარი მოკვლევა დაიწყო.

კლინიკის იურისტის, თეიმურაზ ბარაბაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია უკვე გამოითხოვა.

„რეგულირების სააგენტოდან იყვნენ მოსულები, გამოითხოვეს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია და ალბათ გააგრძელებენ ამ საკითხის შესწავლას მათ მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წინასწარი მოკვლევის პროცედურები. ამჟამადაც მიმდინარეობს იმ ექიმებს გამოკითხვა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პაციენტის მკურნალობის პროცესში. გართულების განვითარებისთანავე გამოძახებული იყო რეანიმატოლოგი. პაციენტს დაახლოებით 50 წუთი უტარდებოდა სარეანიმაციო ღონისძიებები, თუმცა სამწუხაროდ, ამან შედეგი არ მოგვცა“, – განაცხადა იურისტმა.

ცნობისთვის, თბილისში, მანაგაძის სახელობის კლინიკაში გუშინ 7 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები