პროკურორი: სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქმეში რვავე ბრალდებულის მიმართ საკმარისი მტკიცებულებებია
ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, საქმეზე დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდება ადასტურებს იმას, რომ მათ წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.
“დღეს ვინც ხულიგნობის ბრალდებით ბრალდებულია, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მათგანი ჩხუბობდა. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქმეში ნებისმიერი მათგანის მიმართ საკმარისი მტკიცებულებებია.
ერთმანეთს მხარი გაკრეს. რის შედეგადაც ეზოში ჩხუბი დაიწყო. ამ ჩხუბში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული მათ შორის ის ხუთი ბრალდებული, რომელთაც ხულიგნობის ბრალდება წავუყენეთ. შემდეგ უკვე ორ ადამიანს შორის, ეს არის გარდაცვლილი, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ეზოს გარეთ, ქუჩაში გაგრძელდა ეს კონფლიქტი. იყვნენ მირიან კუკავა, ბრალდებული და ერთი სხვა მოწმე, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო, გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია“, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დავით ჯიჯეიშვილს და კიდევ 7 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.