საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათგან ერთი ქალია.

“10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 1 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები