შსს: მცდარია ინფორმაცია, თითქოს კასპის პოლიციის უფროსს, გიორგი ჩოქურსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს და, კასპის პოლიციის უფროსს, გიორგი ჩოქურსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა ტელეარხის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ მცდარ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კასპის პოლიციის უფროსს, გიორგი ჩოქურსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დისკრედიტაციას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები