დნეპროპეტროვსკის ოლქი რუსმა ოკუპანტების მიერ მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ.
მისი ინფორმაციით, სარაკეტო იერიში მიტანილია ნიკოპოლზე, სინელნიკოვსკისა და კრივოროჟსკის რაიონებზე.
„ნიკოპოლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან 100-მდე ჭურვი გაისროლეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაღუპული, ერთი – დაჭრილი. დაზიანდა 11 კერძო სახლი. ასევე, დაზიანებულია გაზსადენისა და წყალსადენის მილები, რკინიგზის ლიანდაგი. როდის მოხერხდება მოძრაობის აღდგენა, უცნობია”, – დაწერა მან.
რეზნიჩენკოს ინფორმაციითვე, პოკროვსკას თემში მტერმა საწყობებს დაარტყა. ასევე, დაზიანდა ტრანსფორმატორი, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ზელენოდოლსკიში კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც მოგვიანებით მეხანძრეებმა ჩააქრეს.
“აპოსტოლოვოში შვიდი რაკეტა სამ სკოლას მოხვდა. ისინი განადგურებულია. დაზიანებულია მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსები. ადგილზე მაშველები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი. ინფორმაცია ზუსტდება,” – განაცხადა რეზნიჩენკომ.