ხარკოვის დაბომბვას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა, 21 დაშავდა (ფოტო)

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დასახლებული რაიონის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, 21 დაშავდა.

ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

“ბოლო ორი დღის განმავლობაში რუს აგრესორებს სამიზნედ ხალხი ჰყავთ აყვანილი. გუშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაარტყეს, დღეს დასახლებულ რაიონს. თანაც ისეთ დროს, როდესაც ხალხი სამსახურში მიდის”, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები