მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე კვლავ გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
დაცვის მხარემ სხდომაზე კლინიკა „ვივამედის“ ცნობა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, “პაციენტს აღენიშნება ძლიერი საერთო სისუსტე, თავს გრძნობს ცუდად, უჭირს გადაადგილება, ძირითადად მწოლიარეა, რის გამოც მიზანშეწონილი არ არის მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესში”.
შემდეგი სხდომა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 24 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები