ათენის გარეუბანში ტყის ხანძარი მძვინვარებს, ასობით ადამიანია ევაკუირებული

ათენის მახლობლად, პენტელის რაიონში ტყის ხანძრის გამო ოთხი რაიონიდან და ადგილობრივი საავადმყოფოებიდან, სულ მცირე, 600 ადამიანია ევაკუირებული.

ამის შესახებ Protothema წერს.

გვიან ღამემდე ხანძრის ქრობაში 420-მდე მეხანძრე-მაშველი და 85 სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული, პროცესს ძლიერი ქარი ართულებდა, რომელიც 80 კმ/სთ-ს აღწევდა.

24-მა ვერტმფრენმა და თვითმფრინავმა ღამის დადგომასთან ერთად მუშაობა შეწყვიტეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოთხი რაიონის: დრაფის, ანთუზას, დიონისა და დასამარის ევაკუაციის განკარგულება გასცა.

პენტელისკენ მიმავალ გზებზე მოძრაობა შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები