ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი – დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ინამ კერიმოვს შეხვდა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება ქვემო ქართლის წარმომადგენლობითი დელეგაცია, სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და რუსთავის საკრებულოს დეპუტატი.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი დოხტურიშვილი და ქვემო ქართლის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ მილი მეჯლისის დეპუტატს და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაგიევს.

საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს 15 ივლისს დაასრულებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები