პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 15 არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა

პოლონელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც 15 არალეგალ მიგრანტს ევროკავშირში მოხვედრაში ეხმარებოდა.

ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს.

შემთხვევა პარასკევს, 8 ივლისს მოხდა, თუმცა, მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

აღინიშნება, რომ ლიეტუვის საზღვრის მახლობლად, სოფელ სუდავსკოესთან მესაზღვრეებმა პოლონეთის სანომრე ნიშნით მოძრავი VW Transporter შესამოწმებლად გააჩერეს.

სატრანსპორტო საშუალებას 27 წლის, საქართველოს მოქალაქე მართავდა.

როგორც გაირკვა, მამაკაცს ერაყის 15 მოქალაქე გადაჰყავდა, რომლებმაც მანამდე ლიეტუვადან პოლონეთში უკანონოდ მოხვედრა შეძლეს. ერთადერთი დოკუმენტი, რაც მათ თან ჰქონდათ, ლიეტუვის უცხოელთა ცენტრის ცნობა იყო.

შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ერაყელები ლიეტუველ კოლეგებს გადასცეს, ხოლო საქართველოს მოქალაქე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები