ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტოები 60 წელს გადაცილებული პირებისთვის მეორე რევაქცინაციის რეკომენდაციით გამოვიდნენ

ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტოები (ECDC და EMA) 60 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანისთვის COVID-19-ის წინააღმდეგ მეორე რევაქცინაციის რეკომენდაციით გამოვიდნენ.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აპრილში სააგენტოები რევაქცინაციის რეკომენდაციას 80 წელს გადაცილებულ პირებს უწევდნენ.

როგორც დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) დირექტორმა, ანდრეა ამონმა თქვა, „ამჟამად, ვხედავთ COVID-19-ის შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის ზრდას, ძირითადად, BA 5 Omicron ვარიანტის გამო. ეს კი მთელ ევროკავშირში COVID-19-ის ახალი გავრცელების სიგნალია”.

ამონმა დასძინა, რომ “მეორე რევაქცინაცია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მნიშვნელოვან შემცირებას შეუწყობს ხელს”.

ამჟამად, Moderna და Pfizer-ი Omicron BA.1 ვარიანტთან ბრძოლისთვის მოდიფიცირებულ ვაქცინებს ცდიან.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებში განაცხადეს, რომ მათი ვაქცინების განახლებული ვერსია “ომიკრონის” BA.1-ის ვარიანტის წინააღმდეგ კარგ იმუნურ სისტემას ქმნის, “ომიკრონის” BA.4 და BA.5-ის მიმართ კი ნაკლებ ეფექტურობას უსვამენ ხაზს.

ევროპის წამლების სააგენტო (EMA), რომელიც ამჟამად ვირუსის ახალ ვარიანტთან ადაპტირებულ ორ ვაქცინას განიხილავს, ელოდება, რომ ახალი თაობის პირველი ვაქცინები სექტემბრამდე დამტკიცდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები