რუსთავში 3 ადამიანი დაჭრეს
რუსთავში სამი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა მე-12 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.