ედიშერ გვენეტაძე: თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაებმება, აფხაზეთისა და 2008 წლის ომები მონაგონი იქნება

“308 ევროდეპუტატის მიერ მიღებული რეზოლუცია ერთადერთ რამეს ნიშნავს – აშშ იმის გამო გვსჯის, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი არ გახსნა და ქვეყანა ომში არ ჩაება”, – ამის შესახებ ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაებმება, აფხაზეთისა და 2008 წლის ომები მონაგონი იქნება.

“308 ევროდეპუტატის მიერ მიღებული რეზოლუცია ერთადერთ რამეს ნიშნავს – აშშ იმის გამო გვსჯის, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი არ გახსნა და ქვეყანა ომში არ ჩაება. დიახ, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ამერიკის პოლიტიკურ ინსტრუქციებთან, რასაც ევროკავშირი, როგორც უხერხემლო და უპრინციპო ორგანიზაცია, ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ უწევს.

2022 წლიდან 24 თებერვლიდან მოყოლებული დღემდე მთელი დასავლეთის შავბნელი ძალები მოწადინებული და მომართული არიან ერთადერთი მიზნისკენ – როგორმე, საქართველო პუტინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიონ. ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლება ამაზე არ წავიდა და არ წავა, ამიტომ, ახლა ცდილობენ, ეს ხელისუფლება დაამხონ და მოათრიონ “ნაცები”, რომლებიც მეორე დღესვე ქვეყანას ომის ხანძარში გახვევენ და საქართველოს საბოლოოდ გაანადგურებენ.

ვაფრთხილებ ყველას – თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაებმება აფხაზეთისა და 2008 წლის ომები მონაგონი იქნება. რუსეთი აუცილებლად დაბომბავს თბილისს, მიწასთან გაასწორებს საქართველოს ქალაქებსა და პორტებს და ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ სამშობლოს მოღალატე ნაცებს და იმ ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებსა და სენატორებს, რომლებსაც სააკაშვილი ქრთამებს აძლევდა და აძლევს.

საქართველო იმის გამოც ისჯება, რომ ქვეყნის ხელისუფლება, პირადად ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგებიან საქართველოს სოდომიზაციას და გეი-პარადების გამართვას.

ევროპარლამენტარი გლუკსმანი თავის დროზე სააკაშვილთან ერთად საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებულ კურორტებსა და სპეცსასტუმროებში ნებივრობდა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც გასაჯაროვდა. ევროდეპუტატები და ამერიკელი სენატორები, კონგრესმენები რომლებიც ამბობენ რომ თურმე გვარამია არის “თავისუფალი სიტყვის მედროშე” , ხოლო ქურდი კეზერაშვილი, რომელიც ცალ-ცალი კალოშით მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი გახდა – “დევნილი მედიამენეჯერი” სუყველანი არიან მექრთამეები და ფულებს იღებდნენ და ახლაც იღებენ სააკაშვილისგან. ეს ის ფულია, რომელიც სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ქართველ ხალხს მოჰპარა.

ეს უსინდისო და ნამუსგარეცხილი ევროდეპუტატები იცავენ გვარამიას, რომელმაც პროკურორობის დროს ჩაატარა სპეცოპერაცია ტელეკომპანია “იმედში” და მერე გადაიღო უბინძურესი ფილმი “ნოემბრიდან ნოემბრამდე”, – განაცხადა გვენეტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები