ფოთში ავარიას 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ფოთში, გურიის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.