ბორჯომში “ბოლო ზარი” მსხვერპლით დასრულდა. “მწვანე მონასტრის” მიმდებარედ მანქანა მდინარეში გადავარდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი – დაშავებული.
ადგილობრივი ტელეარხის ინფორმაციით, სამივე მათგანი მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალშია” გადაყვანილი.
დაშავებულებს შორის ერთი გოგოა და ორი ბიჭი.
როგორც “კვირა” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.