ბათუმის ცენტრალურ ნაწილში ახალი საჯარო სკოლა აშენდება

ბათუმის ცენტრალურ ნაწილში (დემეტრე თავდადებულის და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან) ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაცია კონკურსის წესით შეირჩა, რომლის მიხედვითაც უნდა აშენდეს სამსართულიანი, სრულიად ადაპტირებული სკოლის შენობა, რომელიც გათვლილია დაახლოებით 1 400 მოსწავლეზე (ორ ცვლაში).

შენობაში, საკლასო ოთახების გარდა, განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სხვადასხვა დანიშნულების სათავსები. მოეწყობა ღია მოედანი.

პროექტის ჯამური ღირებულება 7 418 283 ლარია.სამუშაოები ტენდერის პროცედურის დასრულებისთანავე დაიწყება და 30 თვეში უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები