კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 182-ე კილომეტრზე, (კალა-უშგულის მონაკვეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს კალა-უშგულის მონაკვეთზე ჩამოსული მიწა-კლდის შვავის გამო, აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.