პოლონეთის 90 წლის ექსპრეზიდენტმა ვოიცეხ იარუზელსკიმ ცოლს მომვლელ ქალთან უღალატა
ბოლო ხანებში პრესაში აქტიურად განიხილავენ პოლიტიკური მოღვაწეების ოჯახურ ცხოვრებას. მათ რიცხვში აღმოჩნდა 90 წლის პოლონეთის ექსპრეზიდენტი ვოიცეხ იარუზელსკი. იგი მეუღლემ საკუთარ მომვლელთან ღალატში ამხილა. ბარბარა იარუზელსკის თქმით, მისი ქმრის საყვარელი 50 წლის ქალია, რომელიც ადრე მათ სახლში მუშაობდა.
“მას შემდეგ, რაც ჩემს მეუღლეს ლიმფომას დიაგზონი დაუსვეს, ეს ქალი ჩემი ქმრის მომვლელი გახდა და თავისი მდგომარებით ისარგებლა. თუკი ჩემი მეუღლე ამ ქალთან ურთიერთობას არ გაწყვეტს, მე გაყრის მოთხოვნით სასამართლოს მივმართავ”, – აცხადებს ბარბარა იარუზელსკი.
აღსანიშნავია, რომ თავად ექსპრეზიდენტი ღალატის ფაქტს არ აღიარებს და ცოლთან გაყრაზე უარს აცხადებს.