ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები