ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ქალი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ქალი ემსხვერპლა.

შემთხვევა გვიან ღამით სოფელ შილდასთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად იჯდა, ბოძს შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მისი შვილი და ქმარი კი მძიმედ დაშავდნენ. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები