19 აპრილს ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღარ შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კმ-ზე ხევი-უბისას მონაკვეთზე არსებულ ხიდზე, რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟი დასრულებულია.
შესაბამისად, 2022 წლის 19 აპრილს 03:00 სთ-დან 06:00სთ-მდე, დაგეგმილი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა აღარ განხორციელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.