“ჯორჯიან მანგანეზი” – მაღაროს უბნის უფროსი, 30 წლის ნ.მ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა

“კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ითხვისის მაღაროს თანამშრომლის გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.

“კვირას, 17 აპრილს, მაღაროს უბნის უფროსი, 30 წლის, ნ.მ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიექტური გარემოების დასადგენად.

“ჯორჯიან მანგანეზი”კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები