ძლიერმა ქარმა გორში პრობლემები შექმნა – დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები

ძლიერმა ქარმა გორში პრობლემები შექმნა – დაზიანებულია რამდენიმე შენობის სახურავი, მათ შორის, გორის მეოთხე საჯარო სკოლის სპორტდარბაზის სახურავი. ამასთან, კომბინატის დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსებს ქარმა სახურავი გადახადა.

ქარმა მრავალსართულიანი კორპუსების აივნების პანელებიც მოგლიჯა და საავტომობილო გზაზე გადააგდო, აღნიშნული შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები