ხულოს მუნიციპალიტეტში ჭადრაკში, შაშსა და ნარდში, სპეციალური საჭიროების მქონე პირებს შორის ტურნირი დასრულდა

მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში, შაშსა და ნარდში, სპეციალური საჭიროების მქონე პირებს შორის დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირის გამარჯვებულები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით დაჯილდოვდნენ.

„ტურნირი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების მიზანია სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები