„შენი ქალი გადამალე, თორემ მოვლენ კადიროველები და გააუპატიურებენ“ – ისტორიები ოკუპირებული ბოროდიანკადან

კიევის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დასახლებული პუნქტების გათავისუფლებიდან,  თითქმის, ერთი კვირა გავიდა. 

მთელი ამ დროის განმავლობაში კიევის რაიონებში კომენდანტის საათი მოქმედებდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა  ადამიანებს, დაბრუნებულიყვნენ სახლში ან მოეძებნათ ახლობლები, რომელთაგან თვეზე მეტია, არაფერი სმენიათ.

პირველი კადრებით, ირპენიდან, ბუჩადან და მიმდებარე სოფლებიდან, ხალხი განცვიფრებული იყო. შოკი, სასოწარკვეთილება, სიბრაზე, სიძულვილი… იმ სისასტიკის ფონზე, რომელიც სამყარომ ნახა, ადამიანს არ შეუძლია, გამოხატოს და აღწეროს საკუთარი გრძნობები.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიკტოვამ განაცხადა, რომ ადამიანების გარდაცვალებასთან კუთხით, ყველაზე საშინელი ვითარება ბოროდიანკაშია.

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან ერთად გაემგზავრა ოკუპაციის შემდეგ გათავისუფლებულ ქალაქში, რათა გასაუბრებოდა ხალხს და გაეგო, თუ როგორ გადაიტანეს მათ ოკუპაცია.

„ჟიტომირის გზა. მასზე მშვიდობიან დროს მილიონობით ადამიანი დადიოდა. ახლა ჰოლივუდური ბლოკბასტერის დეკორაციას ჰგავს, მაგრამ ეს კინო არ არის, ეს რეალობაა.

დაბომბილი სახლები, დამწვარი ბენზინგასამართი სადგურები, გაძარცვული სუპერმარკეტები, ჩაცხრილული ავტომობილები და ძალიან ბევრი აფეთქებული სამხედრო ტექნიკა ასო „V“-ით ბორტზე. გამხმარი, ბორდოსფერი სისხლის გუბეები მოწმობს, რომ ეკიპაჟი უკვე ვეღარსად წავა.

გზიდან გადავუხვიეთ მაკაროვში. გზაზე სულ უფრო მეტი ტანკის ნაკვალევი და ბლოკპოსტებია. ალაგ-ალაგ კიდევ გვხვდება ჩაცხრილული მანქანები. რა მოუვიდა მათ მფლობელებს, არავინ იცის და ვერც ვერავინ მოგვიყვება.

მაკაროვში დაბომბილი ცენტრი დაგვხვდა. სუპერმარკეტთან გავჩერდით, რომლის გვერდითაც დამწვარი ტანკი იდგა, ზედ კი ყვავილები – ესე იგი, უკრაინულია. რუსებს ყვავილებს აქ არავინ დაუდებდა.

– რუსები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ აქ მარში ჩატარდებოდა, მაგრამ ჩვენები მათ სასაფლაოსთან დახვდნენ, იმათ კი, სოფლებში დაიწყეს სანგრების თხრა. აქ მოსაპარად დადიოდნენ. სვამდნენ, ტანკებით სეირნობდნენ, მაგრამ გაჩერების ეშინოდათ. აქ ტერიტორიული დაცვა დარჩა და პოლიციაც მუშაობდა“, – უყვება ჟურნალისტს ანტონი, ადგილობრივი მაცხოვრებელი. 

მისი თქმით, ადგილობრივები, ძირითადად, სარდაფებში და სახლში ისხდნენ. რუსი ჯარისკაცები სხვადასხვანაირად იქცეოდნენ. თავიდან სახლებში დადიოდნენ და ხალხს ტელეფონებს ართმევდნენ.

– მათი პოზიციები უფრო უკან იყო, მაგრამ აქეთ-იქით დადიოდნენ. ხალხს სახლებიდან არ უშვებდნენ, მხოლოდ ზედამხედველობის ქვეშ შეიძლებოდა მაღაზიაში გასვლა. იპარავდნენ ყვეალფერს, რასაც ხედავნდნენ. გაიგეს, რომ ერთი ქალი მედიკოსად მუშაობდა ანტიტერორისტულ საოპერაციო ცენტრში. მივიდნენ მასთან და ემუქრებოდნენ, რომ თითებს მოამტვრევდნენ, თუკი არ ეტყოდა, სად იყვნენ ცენტრის წევრები. მე სამხედროს მსგავსი ფეხსაცმელები მქონდა, გამაჩერეს და მეკითხებოდნენ: „შენ რა, ნაცისტი ხარ, სკინჰედი?“ მე ქუდი მოვიხადე და ვეუბნები: „არა, ვერ ხედავ, რომ გადაპარსული არ ვარ?“ მან კი სახლის უკან გამიყვანა და ჰაერში სროლა დაიწყო. 

თუმცა, ყველას არ გაუმართლა ისე, როგორც ანტონს. წინასწარი ინფორმაციით, სოფელში უკვე 132 დახვრეტილი ადამიანი ნახეს.

მაკაროვიდან ბოროდიანკამდე, მშვიდობიან დროს, 30 წუთის გზაა. ახლა დაბომბილი გზების გამო, საათ-ნახევარია საჭირო. გზაზე, სოფლებს შორის, იგივე პეიზაჟია. დანგრეული სახლები, დამწვარი ტექნიკა და აუცილებელი ატრიბუტი – რუსული ჯარის მშრალი კვების ცარიელი  კოლოფები გზის პირას.

თავად სოფლებში ნათესავებივით შეგვხვდნენ, რომლებიც წლებია, არ უნახავთ. სასოწარკვეთილება ხმაში ამბის მოყოლისას ბედნიერების ცრემლებად იქცევა ხოლმე, როდესაც თხრობა უკრაინის ჯარის შემოსვლის მომენტამდე მიდის.

– ჩვენ სახლებიდან, თითქმის, არ გამოვსულვართ. გარშემო გამუდმებით რაღაც ფეთქდებოდა და იწვოდა. ყველგან რუსები  იყვნენ. შემდეგ ისევ გავიგონე ტანკების ხმა. დავიმალეთ სახლებში. ფანჯარაში ვიხედები და ვხედავ: ბიჭები აკაკუნებენ ღობეზე. ვიფიქრე, რაღაც უცნაურია, რუსები არასდროს აკაკუნებდნენ, უბრალოდ, სახლებში იჭრებოდნენ და მიჰქონდათ ყველაფერი, რაც უნდოდათ. ვიხედები გზაზე და რაღაც სამხედრო მანქანა დგას, მასზე კიდე ჩვენი დროშაა… და მეც ავტირდი – ამბობს  ადგილობრივი სოფელ ლიპოვკიდან, სვეტლანა ივანოვა. 

ოკუპანტების შეფასება ყველგან სხვადასხვანაირია, გააჩნია, რომელი დანაყოფი სად მოხვდა. თუმცა, არის საერთო დეტალები: ტელეფონების წართმევა, მანქანაზე საბურავების გახეთქვა, ფულის გამოძალვა, დარწმუნება იმაში, რომ მალე კიევს აიღებენ.

ბოროდიანკას ცენტრი, რომელიც არ არის

როგორც იქნა, ბოროდიანკამდე მივედით. ვფიქრობდით, რომ ბუჩაზე უარესი ვერაფერი იქნებოდა, მაგრამ ჩინოვნიკების მიერ მოყოლილი ამბების გამო, რომ ბოროდიანკაში უარესი რამ ხდებოდა, უკვე შეგვეშინდა. ქალაქში ყველას არ უშვებდნენ. მიმდინარეობდა განაღმვა. ვიდეო ბოროდიანკადან ყველამ ნახა, მაგრამ ცოცხლად ნახვა გაცილებით უარესია. ბოლო აგურამდე დანგრეული სახლები, ჩამწყდარი ელექტროგაყვანილობის ხაზები. პირველი ფიქრი, რაც ადამიანს თავში მოგდის, ესაა: „ღმერთო, იქ ხომ ადამიანები იყვნენ! იმედია, ვინმე მაინც გადარჩა ცოცხალი“.

ყველაზე დიდი პრობლემაა, გაიგო, ვინ არის ნანგრევების ქვეშ. ზოგმა მოახერხა ევაკუირება, ზოგმა კერძო სექტორის შეაფარა თავი, სადაც გაცილებით ნაკლები მსხვერპლია. ხალხი ამ დაბომბილი სახლების  სარდაფებშიც  ჩადიოდა.

ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი (რომელიც დაღუპულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს) ამბობს, რომ ჯერ განაღმვა მიმდინარეობს და ნანგრევები არ გაუსუფთავებიათ.

– ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს იმედი, მაგრამ ვინმეს გადარჩენის შანსი ნამდვილად არ არის. ისინი ხომ თავიდანვე ავიაციით და ტანკებით ბომბავდნენ. რუსები არ ასუფთავებდნენ ნანგრევებს. იმ მომენტიდან არავის არავინ უძებნია. მაშველებმა მხოლოდ ახლა მოახერხეს აქამდე მოსვლა. 

წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა 1500-მდე დაღუპული იყოს. ჩვენ ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლამდე მივედით. აქ სპორტულ დარბაზში ჰუმანიტარული შტაბია გაშლილი. ხალხი რიგში დგას და დახმარებას ელოდება. ჩვენ მოსახლისეებმა შეგვნიშნეს და მაშინვე დაგვიძახეს შესასვლელად.

ადგილობრივები მწარმოებელი, რომელსაც ქალაქში რესტორანი აქვს, ამ პროცესს უწევს კოორდინირებას. ამბობს, რომ ხალხის გამოკვებას აგრძელებდა, სანამ ამის საშუალება იყო, მაგრამ როდესაც დაბომბვა დაიწყო, ბოროდიანკადან წასვლა მოუწია. როგორც კი გაიგო, რომ რუსები წავიდნენ, ის მაშინვე დაბრუნდა.

– შემოდით, აჩვენეთ ყველას, რომ ჩვენ არავის მივატოვებთ ბედის ანაბარა იმის შემდეგ, რაც რუსებმა ჩაიდინეს. ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ. ჰუმანიტარული დახმარება ყველა მხრიდან მოდის. ხელისუფლებისგანაც და მოსახლისეებისგანაც. ვისაც რა შეუძლია, აქ მოაქვს. ბევრი მოვიდა რაღაცის მოსატანად და მერე დასახმარებლად დარჩა – ჰყვება მწარმოებელი.

ერთი-ერთი ასეთი მოხალისეა ლუბა ბერესტიანკიდან.

– ჩვენ სოფლებში ვანაწილებთ. სიებს გვაწვდიან ქუჩების მიხედვით. ხალხს ვთავაზობთ ბოსტნეულს, ხილს, კარტოფილს. ისინი ამბობენ, რომ ეს არ სჭირდებათ, ვინაიდან ვერაფერზე მოამზადებენ. იქ არ არის არც შუქი, არც გაზი. ისინი, ვისაც შეშა ჰქონდა, აგურებზე დგამდნენ ქვაბებს და საჭმელს ამზადებდნენ – ცრემლების მოწმენდით ამბობს ლუბა.

შტაბში აქტიურად და ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი დიდი ხანია, არ უნახავთ, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ. სკოლაში, თითქოს, ერთად უფრო მსუბუქად გადააქვთ ოკუპაციის სისასტიკეები.

იდგნენ ახალგაზრდა გოგოები, რომლებიც საჭმელს ამზადებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ჰყვება, რომ რუსები ადგილობრივებს თანამშრომლობას აიძულებდნენ, აშინებდნენ, აფრთხილებდნენ, რომ შეიძლებოდა, უარესიც მომხდარიყო.

– ჩემს შეყვარებულს უთხრეს: „შენ შენი ქალი ან გაიყვანე, ან დამალე, თორემ მოვლენ კადიროველები და გააუპატიურებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები