ბექა დავითულიანი: თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო საქართველო-უკრაინის მეგობრული ურთიერთობები და მთელი ძებნილთა კორპუსი თავისი ხელისუფლების ნაწილი გახადა

“ეს არის ის ზღვარი და წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც უკრაინის ხელისუფლებამ ან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, ან ბოდიში მოიხადოს და განმარტოს, რატომ გაავრცელა ასეთი პროვოკაციული ინფორმაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო საქართველო-უკრაინის მეგობრული ურთიერთობები და ძებნილთა კორპუსი თავისი ხელისუფლების ნაწილი გახადა.

„ეს არის ის ზღვარი და წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც უკრაინის ხელისუფლებამ ან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, ან ბოდიში მოიხადოს და განმარტოს, რატომ გაავრცელა ასეთი პროვოკაციული ინფორმაცია. თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო მეგობრული ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის და მთელი ძებნილთა კორპუსი გახადა თავისი ხელისუფლების ნაწილი. ახლა ისინი თუ გავლენას ახდენენ მათ ასეთ ხმამაღალ განცხადებებზე, ეს არა ჩვენი, არამედ მათი პრობლემაა“, – აღნიშნა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები