თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომობილი ხეს შეეჯახა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომობილი ხეს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, მძღოლმა დაზიანებები მიიღო.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები