თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 8 წლის ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge