ხარკოვში ფარმაცევტები აფთიაქებში ცხოვრობენ. აქ ისინი ბავშვებთან ერთად არიან, ათევენ ღამეს, რათა დილით სამსახურში „გამოვიდნენ„.
აფთიაქის ორმა თანამშრომელმა – ვიქტორია მაკაროვამ და ვიქტორია რეცნიჩენკომ – აჩვენეს, როგორ ცხოვრობენ პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში. ახლა იქ ხუთი ადამიანი ცხოვრობს: ორი ბავშვი, ორი თანამშრომელი, ასევე, ერთ-ერთის მეუღლე. ვიქტორია ამბობს, რომ პატარა გოგონა ზედმეტ კითხვებს არ სვამს, მაგრამ იცის, თუ რას ნიშნავს, როდესაც გრუხუნი ისმის.
ოთახებს, სადაც ოჯახები ბავშვებთან ერთად არიან, ფანჯრები არ აქვს, ხოლო ხელოვნური განათება არ საკმარისი არ არის. გენერატორები სალარო აპარატისთვისაა საჭირო, ამიტომ, მათ ნახევრად სიბნელეში უწევთ ყოფნა.
მოხალისეებმა პერსონალს გადასატანი გაზქურა მისცეს. ბავშვები ამბობენ, რომ სახლში უნდათ, ვინაიდან სახლში კატა ჰყავთ.
აფთიაქის ფანჯრები დალუქულია, რათა აფეთქების დროს შუშები არ ჩამოცვივდეს. ღამით კი, მაროდიორებისგან დასაცავად, ისინი ბარიკადებს აწყობენ.