ბიძინა კულუმბეგოვი: სასურველია, ქვეყანაში პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ცენტრები არსებობდეს
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, სასურველია, ქვეყანაში პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ცენტრები არსებობდეს.
„ჯერ პოსტკოვიდური სინდრომის მასიური გამოხატულება არ გვაქვს. სასურველია, რომ პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ცენტრები ქვეყანაში არსებობდეს, სადაც იქნება მულტიდისციპლინარული მიდგომა, ნევროლოგი იქნება, პულმონოლოგი, კარდიოლოგი. ჩვენ ეს არ გვაქვს და პაციენტები ინდივიდუალურად ახდენენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებას. სასურველია, ქვეყანამ ამაზე იფიქროს“, – აცხადებს კულუმბეგოვი.