თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამავე გზის 1კმ-24კმ მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები) გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
ამავე გზის კმ1-კმ24 მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები) გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.