Postv: “ტვ პირველის” დირექტორი ბიუჯეტიდან აღებულ თანხას ჟურნალისტს უხდის
“ტვ პირველის” დირექტორი ბიუჯეტიდან აღებული თანხით რეგიონული კორესპონდენტის ნატო გოგელიასთვის ბათუმში ბინას ქირაობს. ამის შესახებ ნათქვამია POSTV-ის სიუჟეტში.
POSTV დაინტერესდა, რატომ იღებს მდიდარი ბიზნესმენის ოჯახი იმ თანხას სახელმწიფოდან, რაც მათ რეალურად არ სჭირდებოდათ.
სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ტვ პირველის დამფუძნებლის ვატო წერეთლის დედა ნანული ხუნდაძე, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ჩამონგრეულ სადარბაზოში ფლობდა ბინას, ბათუმის მერიისგან ქირისთვის გამოყოფილ 1000 ლარს პირადად არ იღებს, თანხა ერიცხება, „ტვ პირველის’’ კორესპონდენტს აჭარა-გურიის რეგიონებში ნატო გოგელიას, რომელიც აღნიშნული თანხით ქ.ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა, N9ა-ში ბინას ქირაობს.
POSTV ვატო წერეთლის დედას ნანული ხუნდაძეს დაუკავშირდა, რომელმაც თავიდან განაცხადა, რომ თანხა ჯერ საერთოდ არ აუღია, შემდეგ კი დაადასტურა, რომ თანხას ნატო გოგელიას ურიცხავს.
POSTV-ის კითხვა – თქვენ 26 მაისის ქუჩაზე გქონდათ ბინა, კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ ბათუმის მერიისგან ყოველთვიურად იღებთ 1000 ლარს, ჩვენი ინფორმაციით თქვენ ამ თანხას ურიცხავთ ნატო გოგელიას
ნანული ხუნდაძე – მე არ ამიღია ჯერ საერთოდ, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგას მე თვითონ გავარკვევ … დიახ, დიახ დამავიწყდა დიდი ბოდიში.