Postv: „ტვ პირველის“ მფლობელის ვახტანგ წერეთლის დედა ბათუმის მერიისგან დახმარების სახით 1000 ლარს იღებს
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში, „ტვ პირველის’’ მფლობელის ვახტანგ წერეთლის დედას – ნანული ხუნდაძეს გააჩნია საცხოვრებელი ბინა, რის ფარგლებშიც, ხუნდაძე სხვა მეპატრონეებთან ერთად, დახმარების სახით ბათუმის მერიისგან ყოველთვიურად 1000 ლარს იღებს – ამის შესახებ ნათქვამია POSTV-ის სიუჟეტში.
„ტვ პირველის დამფუძნებლის ვატო წერეთლის დედა და ცნობილი ბიზნესმენის ავთანდილ წერეთლის მეუღლე ნანული ხუნდაძე ქალაქ ბათუმის მერიიდან ყოველთვიურად 1000 ლარს, იღებს, რათა ქალაქ ბათუმში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი დაიქირაოს და ქუჩაში არ დარჩეს. თუმცა აქ ერთი დეტალი ყველაზე საინტერესოა. ნანული ხუნდაძე და მისი ოჯახი რეალურად ბათუმში არ ცხოვრობს. წერეთლების ოჯახს 26 მაისის ქუჩაზე კორპუსში უბრალოდ გააჩნდათ საცხოვრებელი ფართი. გამოდის რომ ვატო წერეთლის დედას ალტერნატიული საცხოვრებელი ქალაქ ბათუმში არ სჭირდებოდა, მაგრამ მან მაინც მოითხოვა კომპენსაცია და დღემდე აღნიშნული თანხა ერიცხება“ – ნათქვამია სიუჟეტში.