თეთრი სახლი: სანქციების შესახებ რუსეთის განცხადებაში გამოტოვებულია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი „უმცროსია“ – შესაძლოა, სანქციები მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს მან

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი, ჯენ ფსაკი რუსეთის ხელისუფლების მიერ ჯო ბაიდენისა და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

ჯენ ფსაკის თქმით, რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები გავლენას არ მოახდენს აშშ-ის მიზნებზე.

„არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობას რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ აქვს რუსეთში საბანკო ანგარიშები. ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჯენ ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ სანქციების შესახებ რუსეთის განცხადებაში გამოტოვებულია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი „უმცროსია“ და ხუმრობით განაცხადა: „შესაძლოა, სანქციები მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს“.

დღეს რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პერსონალური სანქციები დაუწესა. პერსონალური სანქციები ასევე უწესდებათ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ მარკ მილისა და აშშ-ის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები