ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 108 შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა, 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 610 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 47 523, ხოლო გარდაიცვალა 661 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები