უკან, საბჭოთა კავშირში – რუსეთი ტექნოლოგიის გარეშე და კომპანიები, რომლებმაც ოკუპანტს ზურგი აქციეს
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უპრეცედენტო სანქციების შემოღება გამოიწვია. უამრავმა ტექნოლოგიურმა დასავლურმა კომპანიამ ოკუპანტი ქვეყნის შიდა ბაზარი დატოვა.
ვიდეოსტრიმინგის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია – Netflix რუსული ბაზრიდან გავიდა და დაბლოკა ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის შესაძლებლობა.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ეწევა მილიონობით რუსი მომხმარებლების პირად გვერდებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ Netflix აღარ აჩვენებს 20-მდე რუსულ არხს. კინოკომპანიებმა: Walt Disney, Warner Bros. და Sony Pictures – შეწყვიტეს აგრესორი ქვეყნის კინოთეატრებში საკუთარი ფილმების ჩვენება. რუსეთში შემოღებული კანონის გამო, TikTok-მა რუსეთში საკუთარ ვიდეოსერვისზე შეაჩერა ახალი კონტენტის ატვირთვა და ტრანსლირება. კანონის მიხედვით, აკრძალულია იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც პუტინის რეჟიმი „ფეიკად“ მიიჩნევს. EA Games-მა შეაჩერა თამაშებისა და სხვა კონტენტის გაყიდვა, მათ შორის, ვირტუალური ვალუტის პაკეტების, როგორც რუსეთში, ისე – ბელარუსში.
უკან სსრკ-ში – რა დაკარგა „მშვიდობიანმა“ რუსეთმა პირველივე შვიდ დღეში
Cisco-მ, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფისა და ბიზნესსერვისის პროდუქტებს აწარმოებს, მათ შორის, კრიტიკული საჭიროების ინფრასტრუქტურისთვის, შეწყვიტა რუსეთში მუშაობა.
Adobe-მ (რომელმაც შეიმუშავა Photoshop, Premiere, Illustrator, Lightroom და ა.შ.) შეწყვიტა საკუთარი მომსახურების გაყიდვა რუსეთში და შეუჩერა წვდომა რუსულ მედიას Adobe Creative Cloud-ზე, Adobe Document Cloud-სა და Adobe Experience Cloud-ზე.
პროცესორებისა და კომპიუტერული მოწყობილობების სხვა კომპონენტების წარმოების ორმა ლიდერმა, AMD-მ და Intel-მა საკუთარი პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტეს რუსეთსა და ბელარუსში. Samsung Electronics-მა შეწყვიტა რუსეთში თავისი ელექტროტექნიკის მიწოდება. Canon-მ, ასევე, შეწყვიტა მუშაობა რუსეთში. HP-მ საკუთარი პროდუქტების მიწოდება შეაჩერა რუსეთის ტერიტორიაზე. ცნობისთვის, HP-ის ნოუთბუქებზე რუსეთში ამ სეგმენტის გაყიდვების 20%-ზე მეტს შეადგენდა.
Autodesk-მა რუსეთში მოღვაწეობა შეწყვიტა.
„ჩვენ განვიხილავთ დამატებით შეზღუდვებს ჩვენი ბიზნესისთვის რეგიონში სანქციების გაფართოებისა და მოვლენების განვითარების შემთხვევაში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
PayPal-მაც შეაჩერა რუსეთში მუშაობა. კომპანიამ მომხმარებლებს გარკვეული დროის განმავლობაში თანხის მოხსნის საშუალება მისცა. 2 მარტიდან PayPal-მა რუსეთიდან ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია შეწყვიტა.
Nvidia-მ შეაჩერა საკუთარი ოპერაციები რუსეთში. ეს გრაფიკული პროცესორების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, რომელსაც თანამედროვე ვიდეობარათების უმრავლესობა ეფუძნება.
ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა, Ericsson-მა 28 თებერვალს რუსეთში საკუთარი პროდუქციის მიწოდება შეწყვიტა. Ericsson-ის წილი რუსულ ბაზარზე 20% შეადგენდა. ტელესაკომუნიკაციო დანადგარებისა ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, Nokia-მ შეაჩერა რუსეთში საკუთარი დანადგარების მიწოდება.
IBM-მა გამოაცხადა საკუთარი ტექნოლოგიების გაყიდვების შეწყვეტის შესახებ უკრაიანში განვითარებული მოვლენების გამო. Upwork-მა – სამუშაოს ძებნის გლობალურმა პლატფორმამ – რუსეთსა და ბელარუსში მუშაობა შეაჩერა.
IT-სპეციალისტები, მარკეტოლოგები და ციფრული პროფესიის სხვა სპეციალისტები კლიენტებს Upwork-ის საშუალებით პოულობდნენ. სპეციალისტები რუსეთიდან ყოველთვიურად კლიენტებისგან, მთელი მსოფლიოდან, მილიონობით დოლარს იღებდნენ. ახლა 100 ათასმა რუსმა სამუშაო დაკარგა. რუსეთის მოქალაქეებს არ შეუძლია ანგარიშების რეგისტრაცია ბირჟაზე. მიმდინარე ანგარიშები „უხილავი“ გახდება კლიენტებისთვის, ხოლო მიმდინარე პროექტები უნდა განულდეს 1-ელ მაისამდე.
Amazon-მა რუსეთში საკუთარი სერვისი დახურა. Zoom-მა საკუთარი ლიცენზიები ჩამოართვა პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებლებს.
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, TSMC-მა შეწყვიტა საკუთარი პროდუქტის მიწოდება რუსეთისთვის.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეკონომიკა დაუცველია ასეთი ზომებისგან, ვინაიდან არ აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკას და მიკროსქემებს დიდი რაოდენობით.
ფინანსური სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ შემოიღეს, მისი აგრესიის გამო უკრაინის წინააღმდეგ, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით, მიმართულებით და სიჩქარით. თუმცა, ეს ძლიერი ფინანსური ზომები ტექნოლოგიურ შეზღუდვებზე უფრო სუსტი აღმოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ.
რაც უფრო დიდხანს იმოქმედებს ტექნოლოგიური სანქციები დასავლეთიდან, მით უფრო დიდი იქნება მათი გავლენა. იმის შანსები, რომ ეს ზომები მოიხსნება მანამ, სანამ რუსეთი აღარ შეუქმნის უკრაინას საფრთხეს, მინიმალურია. სანქციებით დაშინებამ არ იმოქმედა პუტინზე ომის დაწყებამდე, მაგრამ მოლაპარაკებების დროს უკრაინასთან მას გაუჭირდება უგულებელყოს ის დანაკარგი, რაც რუსეთის ეკონომიკას მიაყენა.