ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში – გარდაიცვალა ერთი პირი
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 1 ადამიანი გარდაიცვალა, 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 52 502 შემთხვევა აღრიცხეს, გარდაიცვალა 659, გამოჯანმრთელდა 47 315 ადამიანი.