21-ე საუკუნის მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფები და მათი ისტორია

დღეს ბუნება თავს ესხმის ადამიანს ისევე, როგორც ადამიანი – ბუნებას. გთავაზობთ ბუნების შვიდ დიდ კატასტროფას, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში მოხდა. დაიღუპა უამრავი ადამიანი, განადგურდა ქალაქები, სოფლები, უსახლკაროდ დარჩნენ ოჯახები და მათ დღემდე უწევთ თავშესაფრის ძებნა.

ვულკან კალბუკოს ამოფრქვევა, ჩილე

მთა კალბუკო ჩილეში მოქმედ ვულკანს წარმოადგენს. ის ბოლოს 1972 წელს ამოიფრქვა, რაც ერთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, შემდეგ ჩაწყნარდა, მაგრამ 2015 წელს, 22 აპრილს ყველაფერი შეიცვალა – ის კვლავ ამოქმედდა. კალბუკო ცაში ვულკანურ ფერფლს ისროდა. ჩილეს ხელისუფლებამ, ვულკანიდან 20 კილომეტრის რადიუსით, მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. სოციალურ ქსელში ვულკანის ამოფრქვევის ძალიან ბევრ ლამაზ ფოტოსა თუ ვიდეორგოლს ნახავთ, მაგრამ ეს ყველაფერი ლამაზად მხოლოდ ეკრანებიდან ჩანს.

მიწისძვრა ჰაიტიზე

Землетрясение на Гаити в 2010 году

2010 წლის 12 იანვარს ჰაიტის ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა დაატყდა თავს. მოხდა რამდენიმე მიწისქვეშა ბიძგი, რომელთა სიძლიერემ 7 მაგნიტუდას მიაღწია. შედეგად, თითქმის მთელი ქვეყანა ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. პრეზიდენტის სასახლეც კი დაინგრა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, მიწისძვრის შედეგად 222 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 311 დაშავდა. გარდა ამისა, მილიონობით ჰაიტელი უსახლკაროდ დარჩა.

ვერ ვიტყვით, რომ 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრა ძალიან იშვიათი რამაა, მაგრამ ნგრევის მასშტაბები ასეთი დიდი ჰაიტიზე არსებული უხარისხო მშენებლობის გამო აღმოჩნდა. გარდა ამისა, თავად ადგილობრივი მოსახლეობა არ ჩქარობდა, გაეწია პირველადი დახმარება დაშავებულებისთვის და ასევე, არ იღებდა მონაწილეობას ქალაქის ნანგრევებისგან გასუფთავებაში.

ცუნამი ოკეანეში

Цунами в Тихом океане в 2004 году

2004 წლის 26 დეკემბრამდე დედამიწის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ცუნამის შესახებ მხოლოდ წიგნებიდან ან ფანტასტიკური ფილმებიდან თუ იცოდა, მაგრამ ის დღე კაცობრიობის მეხსიერებიდან არ წაიშლება იმ დიდი ტალღის გამო, რომელმაც ინდოეთის ოკეანის მიმდებარე სახელმწიფოების სანაპიროები დაფარა.

ყველაფერი კუნძულ სუმატრასთან მომხდარი 9,1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრით დაიწყო. მან გიგანტური, 15-მეტრიანი ტალღა წარმოქმნა, რომელმაც ოკეანის ყველა მხარე მოიცვა და ასეულობით დასახლებული პუნქტი და ცნობილი კურორტი „ჩარეცხა“.

ცუნამიმ ინდონეზიის, ინდოეთის, შრი-ლანკას, ავსტრალიის, მიანმეს, მადაგასკარის, კენიის, მალდივების, სეიშელების, ომანესა და სხვა სანაპირო ზოლები დაფარა. სტატისტიკა 300 ათასამდე დაღუპულს ითვლის. ამასთან ერთად, ბევრი ცხედარი დღემდე არ არის ნაპოვნი – ტალღამ ისინი ღია ოკეანეში წაიღო.

ვულკან ეიაფიადლაიეკუდლის ამოფრქვევა

Извержение вулкана Эйяфьядлайёкюдль в Исландии

ძნელად გამოსათქმელი ისლანიური დასახელება ეიაფიადლაიეკუდლი 2010 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიტყვა გახდა. ყველაფერი ვულკანის ამოფრქვევის გამო მოხდა. პარადოქსულია, მაგრამ ამ ამოფრქვევის შედეგად, არცერთი ადამიანი არ დაღუპულა და არც მნიშვნელოვნად დაშავებულა ვინმე. თუმცა, ამ კატასტროფამ მნიშვნელოვნად შეაფერხა მსოფლიოს საქმიანი ცხოვრება, პირველ რიგში კი, ევროპაში. ვულკანურმა გამონაბოლქვმა საჰაერო გზების პარალიზება მოახდინა. ბუნებრივმა კატაკლიზმამ მილიონობით ადამიანის ცხოვრება გამოიყვანა მწყობრიდან როგორც ევროპაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაშიც. გაუქმდა ათასობით ავიარეისი. ავიაკომპანიების ყოველდღიური დანაკარგი 200 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მიწისძვრა სიჩუანში, ჩინეთი

Землетрясение в китайской провинции Сычуань в 2008 году

ისევე როგორც ჰაიტიზე, სიაჩუანში 2008 წლის 12 მაისს მომხდარი მიწისძვრის ფატალური შედეგები უხარისხო მშენებლობას უკავშირდება. 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სიჩუანში 69 ათასი ადამიანი დაიღუპა, 18 ათასი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო 288 ათასი დაშავდა.

ქარიშხალი კატრინა

 Последствия урагана Катрина в Новом Орлеане

ქარიშხალი კატრინა 2005 წლის აგვისტოს ბოლოს ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა, მექსიკის ყურეში.

ქარიშხალმა ძირითადი დარტყმა ქალაქ ახალ ორლეანსა და შტატ ლუზიანას მიაყენა. ადიდებულმა წყლის ტალღამ რამდენიმე ადგილას გაარღვია კაშხალი, რომელიც ახალ ორლეანს იცავდა. ქალაქის 80 % წყლის ქვეშ აღმოჩნდა. ქარიშხლის შედეგად, 1836 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა. ზარალი 125 მილიონ დოლარს ითვლის.

მიწისძვრა იაპონიაში, 2011 წელი

Землетрясение в Японии 2011 года

ყველაზე დიდ საშინელებას ბუნებრივი კატასტროფის დროს მასზე ხელოვნურად დაზრდილი კატასტროფა წარმოადგენს. ამის სამწუხარო მაგალითია 2011 წელს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა. თავად მიწისქვეშა ბიძგები მსოფლიოს თითქმის არ ახსოვს, მაგრამ დღემდე ყველას საზარლად ჩაესმის დასახელება ფუკუსიმას სახელი.

2011 წლის 11 მარტს წყნარ ოკეანეში 9-9.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც გამოიწვია 7-მეტრიანი ცუნამი, რომელიც  თავს იაპონიას დაატყდა. იაპონიის სხვადასხვა პუნქტში მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ხანძრები დაიწყო, ინფრასტრუქტურა პირდაპირი მნიშვნელობით დაიშალა. საბოლოოდ, ამ კატასტროფის შედეგად, 16 ათასი ადამიანი დაიღუპა, ეკონომიკურმა ზარალმა კი 309 მილიარდ დოლარს მიაღწია. როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო საკმარისი. მსოფლიომ იაპონიაში მომხდარის კატასტროფის შესახებ ატომურ სადგურზე, ფუკუსიმაზე მომხდარი ავარიის გამო იცის, რომელიც სწორედ ცუნამმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები