ტელეკომპანია “დოჟდი” მაუწყებლობას წყვეტს

რუსეთში ოპოზიციური ტელევიზია – “დოჟდი” მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ გენერალურმა დირექტორმა, ნატალია სინდეევამ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“ჩვენ გვჭირდება ძალები, რათა ამოვისუნთქოთ და გავიაზროთ, როგორ გავაგრძელოთ შემდგომში მუშაობა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ დავბრუნდებით ეთერში და გავაგრძელებთ მუშაობას”, – თქვა სინდეევამ.

მისი თქმით, კანონი, რომელსაც დუმა მიიღებს ხვალ (ომზე არასათანადო ინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა), შესაძლებელს ხდის ტელეკომპანიის მუშაობას.

“18:00 საათზე გაიმართება “დოჟდის” შესახებ დოკუმენტური ფილმის” F@ck this Job”-ის პრემიერა”, – დასძინა სინდეევამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები