აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკელ მოხალისეებს, რომელთაც სურვილი აქვთ წავიდნენ უკრაინაში საბრძოლველად, აშშ-ს მთავრობა პირდაპირ ეუბნება მათ, რომ ამისგან თავი შეიკავონ და სხვა გზებით დაეხმარონ. ამის შესახებ ბლინკენმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ჩვენ მათ პირდაპირ ვეუბნებით, რომ არ წავიდნენ და უკრაინელებს სხვა გზებით დაეხმარონ. მაგალითად დაეხმარონ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც ჰუმანიტარული მისია აქვთ, ეს არის ყველაზე ეფექტური გზა დახმარების”, – თქვა ბლინკენმა.