უკრაინელი მეცნიერები მომავლის ტრანსპორტის შექმნაზე მუშაობენ

ხარკოველი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მალე ყველა სატრასპორტო პრობლემა ერთბაშად გადაწყდება, ისე, რომ გზები სამარშრუტო ტაქსებით არ გადაიტვირთოს და ახალი მეტროპოლიტენები აღარ გახდეს საჭირო. ნაციონალური უნივერსიტეტის მშენებლობისა და არქიტექტურის მეცნიერები უკვე მუშაობენ საზოგადოებრივი ელექტროტრანსპორტის ახალი სახეობის შექმნაზე პირობითი სათაურით – „ინტელექტუალური ჩქაროსნული სამგზავრო ტრანსპორტი – 150“, რომელიც ადვილად შეძლებს მოძველებული ტრამვაი – ტროლეიბუსების და მიწისქვეშა სწრაფი გადაადგილების საშუალების შეცვლას. როგორც სატრანსპორტო 533654_tnსაშუალების ერთ-ერთი შემქმნელი ვალერი გუკი ამბობს, ეს ტრანსპორტი პატარა ვაგონებისგან შედგება. თითოეულში ექვსი-შვიდი კაცი თავსდება და რელსებზე დაახლოებით 100- 150 კმ. სიჩქარით გადაადგილდება – მიწიდან ექვსი – შვიდი მეტრის სიმაღლეზე. მეცნიერები არ მალავენ, რომ იდეა უცხოელი კოლეგებისგან აიღეს – ლონდონის ,,ჰიტროუს’’ აეროპორტში მსგავს სატრანსპორტო საშუალებას მგზავრები ტერმინალიდან პარკირებისთვის უკვე გადაჰყავს, თუმცა, მათ ეს ტექნოლოგია უფრო დახვეწეს:
„ჩვენს ვარიანტში გათვალისწინებულია ორმეტრნახევარი დიამეტრის გამჭვირვალე მილი, რომლის შუაშიც  მაგისტრალი გაივლის, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“,- ამბობს ვალერი გუკი.
გაჩერებაზე მისული ადამიანი სპეციალურ ტაბლოზე შეარჩევს სასურველ სადგურს, ვაგონში ჩაჯდება და გაჩერების გარეშე სასურველ ადგილამდე მივა. ამგვარ ვაგონებს გამგზავრება ორი წამის შუალედში შეუძლიათ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს მეტროს მშენებლობაზე თხუთმეტჯერ იაფი დაჯდება. გარდა ამისა, მაგისტრალის გაყვანა ყველაზე რთულ და მჭიდროდ 533648_tnდასახლებულ რაიონებშიც შეიძლება. ასეთი ტრანსპორტის ეფექტურობის პრაქტიკაში გადასამოწმებლად, მეცნიერები პატარა ექსპერიმენტული მაგისტრალის შექმნას და რამდენიმე კაბინის აგებას აპირებენ. ამისთვის ისინი ინვესტორებს ეძებენ. ჩანაფიქრის განსახორციელებლად, ხარკოველებს საშუალება ექნებათ, თავიდან აიცილონ საცობები და სამსახურში უფრო მალე მივიდნენ – ვიდრე მეტროთი. მეცნიერები წარმატებაში თავდაჯერებულნი არიან, თუმცა ამ იდეას ზოგი სკეპტიკურად უყურებს. ისმის კითხვა: „რა ზომის უნდა იყოს გაჩერება და როგორ უნდა აღიჭურვოს, რომ პიკის საათში მგზავრთა უსაფრთხოება დაიცვან?’’
კიდევ ერთი პრობლემა შეიძლება სიმაღლე გახდეს.
,,შვიდი მეტრის სიმაღლეზე რაღაცით უნდა ახვიდე და განსაზღვრული შესაძლებლობების ადამიანებისთვის ამ პირობების შექმნა სათუოა“, – ამბობს „ხარკოვპროექტის“ ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორი იგორ ლავრენტიევი, თუმცა დარწმუნებულია, რომ იდეა მხოლოდ ფურცელზე დარჩება, რადგან ფინანსების გარეშე ბევრი გაბედული გეგმა განუხორციელებელი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები